ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორმა 1.82 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდა

გუბერნატორისვე თქმით, მას სურვილი ჰქონდა, საკუთარი ვენახი და ღვინო ჰქონოდა:
,,სოფელ წინანდალში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყიდვა და გადაფორმება 7 ათასი ლარი დაჯდა. კახელებმა ვენახების მასიური გაშენება დაიწყეს და გამიჩნდა სურვილი, რომ მათ შევერთებოდი როგორც კახეთის რეგიონის გუბერნატორი. ჩემი დანაზოგით შევიძინე მიწა, რომელიც ამჟამად ცარიელია. მინდოდა ვენახის გაშენებაც, მაგრამ ვეღარ შევძელი ნერგების შეძენა. ვფიქრობ, შემოდგომაზე ისევ საკუთარი დანაზოგით ვენახის გავაშენებ და მექნება ჩემი ღვინო, რომ მეგობრებს გავუმასპინძლდე. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ ყოფილა სახელმწიფო მიწა და არც აუქციონში მიმიღია მონაწილეობა, ის შევიძინე სოფლის მოსახლისგან,” – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.