ახალი ამბები

სოფელ ვანთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

“ოპელის” მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მოხუც ქალბატონს შეეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.