გურჯაანში პატრულის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს
შს სამინისტროს ცნობით ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანქანა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად დაზიანდა. მათივე განმარტებით, რამ გამოიწვია პატრულის ავტომობილის დაზიანება ამას გამოძიება დაადგენს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.