ბლოგები

გაიღიმეთ! – მარიამ სიჭინავას ბლოგი

 ადამიანების 80% -ზე  მეტს აქვთ კბილთა დგომის კბილთა რკალისა და თანკბილვის ანომალია. აქედან ყოველ მეორეს ესაჭიროება ორთოდონტიული დახმარება, რათა მიაღწიონ სასურველ ღიმილს.

      რა არის ორთოდონტია –  (ბერძნული სიტყვაა Orthos –პირდაპირი, ლათ. Dens – კბილი) სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებას, ანომალიების, დეფორმაციების ეტიოლოგიასა და პათოგენეზს. ახდენს დარღვევების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

      ყბებისა და კბილების თანაფარდობის დარღვევა შეიძლება განვითარდეს, ან განპირობებული იყოს მრავალი მიზეზის გამო. მაგ: მემკვიდრეობით, მუცლად ყოფნის დროს დედისმიერი გადატანილი დაავადებების, მავნე ჩვევებით: (თითის, ენის, ტუჩის, მუშტის, მაწოვარას გახანგრძლივებული წოვით), კბილთა ნაადრევი ამოჭრითა და ცვლით, არასწორად დაგეგმილი ექსტრაქციით.(ამოღება) ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიებითა და სხვა მრავალი.( პირით სუნთქვა)    

       ესთეტიური არასრულფასოვნების გარდა,  ხშირ შემთხვევაში ირღვევა: კბეჩის, ღეჭვის, ყლაპვის, მეტყველების ფუნქციები, რომელთა აღდგენა შესაძლებელია თანკბილვის გასწორების შედეგადაც. 

           

   ორთოდონტთან კონსულტაცია  სასურველია 3 წლის ასაკიდან. მკურნალობაც  შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში სასურველია.გასწორების სურვილის მქონე პაციენტთა ასაკი შეუზღუდავია. მკურნალობა შესაძლებელია: მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატითა და მოუხსნელი ბრეკეტ სისტემით. თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. ფირფიტა შედგება  თხელი ბაზისისა და რკალისაგან, რომელიც შეგიძლით თავად მოიხსნათ და ჩაისვათ. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.  1-4 წლამდე.

 ბრეკეტ სისტემა შედგება: ბრეისების, რკალების,  მეტალის რგოლებისა (6-7 კბილებისთვის)  და რეზინის პატარა რგოლებისგან. თითეული კბილისთვის განკუთვნილი ბრეისი მაგრდება სპეციალური ორთოდონტიული ბჟენით კბილის ზედაპირზე. ბრეისების ღარში თავსდება რკალი რომელიც ფერადი, მცირე ზომის რგოლებით მაგრდება.(ლიგატურებით) აღსანიშნავია, რომ პაციენტს თვითნებურად მოხსნა არ შეუძია. მკურნალობის ხანგრძლივობა ბრეკეტ სისტემის დროსაც იდივიდუალურია, თუმცა ძირითადად ერთიდან ორ წლამდე  მიმდინარეობს.

ბრეკეტები არსებობს: თვითლიგირებადი (მეტალის, კერამიკის),  მეტალის, კერამიკის, საფირის,ცირკონი, ოქროს, ლინგვალური. კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშეც შესაძლებელია-მოსახსნელი გამჭვირვალე კაპებით- ელაინერებით. აღნიშნულ მეთოდს ნაკლებად გამოხატული პათოლოგიების სამკურნალოდ  28 წელია რასაც მიმართავენ ორთოდონტები. კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელი გახდა თანმიმდევრული კაპების დამზადება. კბილები კი გადაადგილდება წინასწარ დაგეგმილი იდეალური მიმართლებით. 

 დღეისათვის ადრეულ ასაკში ორთოდონტიული კორექციისათვის გამოიყენება ისეთი აპარატი როგორცაა ტრეინერი. იგი უზრუნველყოფს კბილთა მწკრივის გასწორებას, ახდენს ყბა-სახის სხვადასხვა უბნების განვითარების სტიმულაციას. ”ასწავლის” სახის და ენის კუნთებს გამართულად მუშაობას.    

6-12 წლის ცვლადი თანკბილვის მქონე ბავშვებს, ტრეინერის ტარების შემდეგ ძირითადად აღარ სჭირდებათ სხვა ორთოდონტიული მკურნალობა. აპარატებს პაციენტები ატარებენ ღამის საათებში.

    ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით  კი დამეთანხმებით, რომ მცირე ასაკში დაწყებული მკურნალობა უზრუნველყოფს ყბა-კბილთა სისტემის ნორმალურ ჩამოყალიბებას. უნაკლო კბილები  კი თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია, თანაც ღიმილის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები.  მაშ ასე სილამაზე და ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

 მოუარეთ კბილებს და გაიღიმეთ! 

  ორთოდონტი   –  მარიამ სიჭინავა