სიღნაღში 24 წლის გოგონა მოკლეს
სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მკვლელობა დღეს მოხდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის გოგონა, ყოფილმა მეუღლემ მოკლა, რის შემდეგაც მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი.
ჯერ-ჯერობით უცნობია მკვლელობის დეტალები.