ქართულ დამწერლობას იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგენენ
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას” – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერით მომზადდება და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი”, – განაცხადა ანთიძემ.
სამოქმედო სტრატეგიის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები და მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი ის ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის განვითარების მიზნით, 2015 წელს განხორციელდება.
წლევანდელი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებია:
ისტორიული დასახლებების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო კოლექციების, არამატერიალური მემკვიდრეობი ნიმუშების ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, პასპორტიზაცია, ფოტოფიქსაცია, კატალოგიზაცია.
არქიტექტურული კომპლექსების, ცალეკული ძეგლებისა და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა.
კედლის მხატვრობის კვლევა, დიაგნოსტიკა, კონსერვაცია, არქეოლოგია.
არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა და განვითარება.
გეოსაინფორმაციო სისტემების შექმნა და განვითარება, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობისთვის ახალი ნომინაციების მომზადება, საგანმანათლებლო და საგამომცემლო პროგრამები.
კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, წელს პროგრამის მთავარი პრიორიტეტული პროექტებია:
ინვენტარიზაცია – გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია საქართველოში;
პროექტირება – დადიანების ბოტანიკური ბაღისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა;
რესტავრაცია – კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული სქურის ტაძრის სრულად აღდგენა;
არქეოლოგია – გრაკლიანის – გზისპირა არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაცია და ადგილზე ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოწყობა;
კედლის მხატვრობა – დოდოს რქის ახალგამოვლენილი ტაძრისა და კედლის მხატვრობის გამაგრება.
მუზეუმების განვითარების მიმართულებით წელს დაიწყება ნიკო დადიანის სასახლის, ნიკო ნიკოლაძისა და მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქართული დამწერლობა წარადგინონ იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე.