ახალი ამბები

სამაცივრე მეურნეობის განვითარებისთვის 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

ამ მიზნით ფონდმა ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. განაცხადების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მოხდება თითეული კანდიდატის წინადადების განხილვა. როგორც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობის ოპერირების გარდა, შემოთავაზებული ბიზნეს მოდელი მოიცავს ასევე მცირე ფერმერებისგან ხილისა და ბოსტნეულის შეგროვების პროცესს, რომელიც გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობას. 
პროექტი ითვალისწინებს 4700 ტონიანი ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის მოწყობას. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდი მზად არის განახორციელოს პროექტის თანადაფინანსება.