ინვესტორების ნაწილი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება
“საუბარი არის რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე, თუმცა, კონკრეტულ ფორმებზე, თუ როგორ მოხდება ეს, რა რაოდენობით და რა პერიოდში გაიწერება, არ არის ცნობილი”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამას ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ეფექტიც ექნება, რაც ბიზნესის მნიშვნელოვნად გათავისუფლებას გამოიწვევს, ვინაიდან საგადასახადო შემოწმებების უდიდესი ნაწილი სწორედ მოგების გადასახადის დათვლის სისწორეს უკავშირდება.