ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გიორგი იორამიშვილი დააკავეს
მან, რამდენიმე საათის წინ, თელავში, ლეგიონის დასახლებაში, ძმებ ანდრო და ირაკლი ბოჭორიშვილებს საკუთარ სახლთან ცეცხლი გაუხსნა.
30 წლის ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი დაჭრილი ძმის ირაკლი ბოჭორიშვილის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ.
მკვლელობის მოტივი სამართალდამცველებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის ძმების საქმიანობას უკავშირდება.
ადგილობრივების თქმით, დაკავებული პოლიციელი ბოჭორიშვილების ავტოტექმომსახურებით სარგებლობდა, თუმცა მათ თანხას არ უხდიდა.
გიორგი იორამიშვილი ახმეტის პოლიციაში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თელავში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია.