ახალი ამბები

ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობის დროს ქუჩაში გამვლელიც დაიჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, თელავში კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა 30 წლის ანდო ბოჭორიშვილი მოკლა. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი კი მძიმედ დაჭრილია. ამ წუთებში ირკალი ბოჭორიშვილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
შემთხვევა ე.წ. ლეგიონის დასახლებაში ორი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძმებ ბოჭორიშვილებს თავს საკუთარი სახლის წინ დაესხნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობის მიზეზი.

ადგილობრივების ცნობით, ძმები პროფილაქტიკაში მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, შორენა ჯახუამ განუცხადა, რომ მომხდარის გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ძმებ ბოჭორიშვილებს პოლიციელმა ესროლა, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.