თელავის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს
არსებული ინფორმაციით, ძმებ ბოჭორიშვილებს ცეცხლი კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გაუხსნა. მომხდარზე საქმე 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. საქმეს პროკურატურა იძიებს. საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ძმებ ბოჭორიშვილებს პოლიციელმა ესროლა, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ თელავში ძმები ბოჭორიშვილები დაჭრეს, ერთ-ერთი მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს თელავის საავადმყოფოში ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.