თელავში 30 წლის მამაკაცი მოკლეს
შემთხვევა ე.წ. ლეგიონის დასახლებაში ნახევარი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძმებ ბოჭორიშვილებს თავს საკუთარი სახლის წინ დაესხნენ. ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ არის დაჭრილი მისი ძმა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ წუთებში ირკალი ბოჭორიშვილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟიც მობილიზებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობის მიზეზი. ადგილობრივების ცნობით, ძმები პროფილაქტიკაში მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებ ბოჭორიშვილებს მოქმედმა პოლიციელმა ესროლა. knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, შორენა ჯახუამ განუცხადა, რომ მომხდარის გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ძმებ ბოჭორიშვილებს ცეცხლი პოლიციის თანამშრომელმა გაუხსნა. ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.