მთავრობა ღვინის ქარხნებს „აკურასა“ და „გრუზვინპრომს“ ყიდის
ღვინის ქარხნები მოხვდნენ იმ საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელიც მთავრობამ ლარის კრიზისიდან გამოსაყვანად შეადგინა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ეკონომიკისსამინისტროსთვის საწარმოების გადაცემის გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკით ხსნიან.
სააგენტოს ხელმძღვნელი მარიანა მორგოშია აცხადებდა, რომ სახელწიფო არ უნდა იყოს ბიზნეს ოპერატორი და ის ბიზნესის მართვაში არ უნდა ერეოდეს.
ცენტრის ხელმძღანელის განმარტებით, სახელმწიფოს ამოცანაა, შექმნას ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესისთვის.
სახელმწიფო საწარმოების გასხვისების აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ ექსპერტებიც. მათი ნაწილი საწარმოების რაც შეიძლება სწრაფად და ხელმისაწვდომად გაყიდვის აუცილებლობაზე საუბრობს. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კერძო მესაკუთრის ხელში საკუთრება უფრო ეფექტიანად გამოიყენება და უფრო მეტად იქნება საბაზრო პროცესში ჩართული.