სურსათის სააგენტო კერძო საბავშვო ბაღების შემოწმებას იწყებს
უწყებაში აცხადებენ, რომ შემოწმების შედეგების მიხედვით საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. მონიტორინგის შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ ზოგიერთი ბაღის კვების ბლოკში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებს კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლს პერმანენტულად განახორციელებს,კერძო ბაღების მფლობელებს კი მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, კანონმდებლობის შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდებიან.