ახალი ამბები

თელავის მერიაში გასაუბრების შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი

,,შედეგების შეჯამების პროცესი ისევ მიმდინარეობს. საკონკურსო კომისია ბოლო სხდომას მართავს, სადაც საბოლოო შედეგებს ვაჯამებთ და გამარჯვებულებს გამოვავლენთ. შერჩეული კანდიდატები კი დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება,”- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას არჩილ თხლაშიძემ.

მისივე თქმით, მერია რამდენიმე ვაკანსიაზე, რომლებზეც კონკურსანტები არ გამოცხადდნენ, კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს. 

,, ტესტირებაზე გადასული 147 პირიდან კონკურსის ბოლო ეტაპზე, გასაუბრებაზე 120 გამოცხადდა. ამიტომ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე ვაკანსიაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება და ხელახლა ჩატარდება კონკურსი”– განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.