ჭოტორის მთაზე რადიოლოკაციური სადგურის დამონტაჟება იგეგმება
ამ ეტაპზე, კოშკურაზე რადიოლოკაციური სადგურის დამონტაჟება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. ზემოქმედების წერტილები-ანაგის, საქობოს, ძვ.ანაგის, ყარაღაჯი-ქვ. მაჩხაანის, ბოდბისხევის, ზემო მაღაროს, ქვ.მაღაროს, ქვ. ბოდბის და ილიაწმინდის ტერიტორიებზე განთავსდება. სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 90-95%-ით შემცირდება.
,,კოშკურის დაპროექტება, დამზადება და მონტაჟი სსსტც “დელტას” და მისი შვილობილი კომპანია “მშენებელი-2011”-ის სპეციალისტებმა დროის უმოკლეს მონაკვეთში მოახერხეს. რადიოლოკატორი სსსტც “დელტას” მიერ კახეთში მშენებარე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი კომპონენტია,” – აცხადებენ კომპანიის დირექციაში.