10 პოლიტიკური პარტია მზადაა ქალები წამყვან პოზიციებზე წარადგინოს
აღნიშნული მრავალპარტიული რეზოლუცია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდის საკითხებს უკავშირდება. NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერის, სალომე მუხურაძის განმარტებით, რეზოლუციას 11 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს:
,,პოლიტიკური პარტიები მრავალპარტიულ ფორმატში მუშაობდნენ, როდესაც მიიღეს მრავალპარტიული რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუციის შედეგი იქნება ის, რომ რეალურად უნდა იყოს მეტი ქალი პარტიებში, პარლამენტში და ზოგადად, პოლიტიკაში. მოგეხსენებათ, მრავალპარტიულ ჯგუფში შედის 11 პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გადაწყვიტეს მიეღოთ რეზოლუცია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. ვნახოთ თუ რა შედეგი დადგება 2016 წლის არჩევნებზე და როგორ იმუშავებს ეს რეზოლუცია სხვა დოკუმენტების მსგავსად, რომელზეც აქტიურად მუშაობენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვა ორგანიზაციები,“ – აცხადებს knews.ge-სთან სალომე მუხურიძე.
პოლიტიკური პარტიები აცხადებენ რომ აუცილებელია, უფრო ეფექტური სპეციალური ზომების მიღება პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისთვის. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს საარჩევნო სისტემის გავლენა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის დონეზე; აუცილებელია, რომ პარტიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესაბამისი რაოდენობა მიმართონ ქალ კანდიდატთა იდენტიტიკაციის, მომზადებისა და არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად.