„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლაგოდეხის გამგეობას სასამართლო დავა მოუგო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ ნაციონალურ მოძრაობას კინოთეატრის შენობაში ოფისის ფუნქციონირების შესაძლებლობა არ მისცა, თუმცა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აქ დარჩენა კიდევ 2 წლის ვადით შეეძლებათ. ჯამბურია სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. „მოსარჩელე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ამიტომ მოსამართლემ ისარგებლა 229-ე მუხლის მიხედვით და დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება. ნაციონალურ მოძრაობის საოფისე ფართი თავის განკარგულებაში კიდევ 2 წლით რჩება. დღევანდელი შემთხვევა მეტყველებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და თანამშრომლებისა და გამგებლის კარლო ჯამბურიას არაკომპეტენტურობაზე“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ვახტანგ დევიძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
„აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, რადგან კინოთეტარში არსებული ფართი აუცილებლად გვჭირდება. სასამართლომ ხელშეკრულება ნაციონალურ მოძრაობას 2 წლის ვადით გაუგრძელა. ვფიქრობთ, რომ როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო, ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ეს არის მუნიციპალიტეტის ფართი და ეს უნდა გამოვიყენოთ რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განუცხადა Knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ. ლაგოდეხის კინოთეატრის შენობა მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზეა.