თელავში ფოტოკონკურსის “ფოტოსინთეზი” რეგიონული ტური გაიმართა
ჟიურიმ გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
,, კონკურსში ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატები, გამოვლენილი სამი გამარჯვებული კი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით. პირველი ადგილი დაიკავა თელავის მეორე სკოლამ, მეორე ადგილზე გავიდა ქალაქის პირველი სკოლა, ხოლო მესამეზე – მესამე სკოლა”, – განუცხადა Knews.ge-ს კახეთში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კოორდინატორმა, კახა სუხიტაშვილმა.
ფოტოკონკურსი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო.