კახეთში საშემოდგომო ნათესების მონიტორინგი დაიწყო
დედოფლისწყაროში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანსა და საგარეჯოში განთავსებულ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საცდელ ნაკვეთებზე განხორციელდა გასული წლის შემოდგომაზე დათესილი ერთწლოვანი მარცვლოვანი კულტურის – ხორბლის ნათესების მონიტორინგი და აღმონაცენის ზრდა-განვითარების ინტენსივობის დადგენა. შეფასდა ნათესების დღევანდელი მდგომარეობაც და განხორციელდა მცენარეებზე ფენოლოგიური დაკვირვება. ნათესებში შეტანილ იქნა მღრღნელების საწინააღმდეგოდ ფართოდ გამოყენებული და რეკომენდირებული თუთიის ფოსფიდი, რომელიც ძირითადად გამოიყენება საშემოდგომო ხორბლის ნათესებში. ვიზიტის დროს ასევე დადგენილ იქნა ნათესების აზოტოვანი სასუქებით გამოკვების საჭიროება, რომელსაც რამოდენიმე დღეში დარგობრივი სპეციალისტები უზრუნველყოფენ.