გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა – კახეთში შტატები ხელოვნურად გაზრდილია
რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მთილიანობაში 57 მილიონ 912 ლარია. აქედან, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი სახელფსო ფონდს ხმარდება. სახელფასო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა გაიცემა არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებზე (ააიპიებზე), რომლის საერთო ციფრი 16 მილიონ 495 ათასი ლარია.
„გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა რაოდენობას კანომდებლობა განსაზღვრავს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელოვნურად გაზარდა ააიპები, რომელებსაც არანაირი რეგულაცია არ გააჩნია და აღნიშნული ორგანიზბი გაიხადა ჯიბის ორგანიზაციად“ , – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვალერი შოშიაშვილმა.
მისივე განმარტებით, აიპიების შექმნის მიზანი იყო ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ ერთეულებად იმ მიმართულებით, რომ მუნიციპალიტეტებიდან ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრები და შემდგომში საკუთარი შემოსავლები მიემართათ დარგის შემდგომი განვითარებისთვის.
„დღეს ააიპიები იქცნენ ადგილობრივი ხელისიუფლების თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების და სანათესაოს დასაქმების კარებად. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობას“ ქამრების შემოჭერა ესმის შემდეგნაირად და ჩვენი ამოცანაა სწორედაც, რომ ადმინისტრაციული შემცირებული ხარჯებით განხორციელდეს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები“ , – განმარტა შოშიაშვილმა.