ახალი ამბები

პროგრამაში „დანერგე მომავალი“ განაცხადების მიღება დაიწყო

პროექტის განხორციელებისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. 
დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს „თანადაფინანსების კომიტეტს“, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას. 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: