რძის პროდუქტებზე ზაფხულში ახალი რეგულაციები ამოქმედდება
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, მთავრობამ რძისა და რძის პროდუქტების შესახებ რეგლამენტი უკვე დაამტკიცა: “ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ეს არის ალბათ ის, რაზეც ძალიან ბევრი მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ სამართალიანად აპროტესტებდა აღნიშნული რეგლამენტის არქონას. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს რას მიირთმევს და ეტიკეტირება იყოს სრულფასოვნად დაცული”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც შეიძენს რძეს და რძის პროდუქტებს, ეს ნამდვილად ის არის, რაც ეტიკეტზე იქნება წარმოდგენილი.
“არის მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის მცენარეული ცხიმი და ა.შ. რომელიც თვალსაჩინო გახდება და შესაბამისად გავაკეთებთ იმ არჩევანს, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო”, – განაცხადა დანელიამ.