სიღნაღში ჭოტორის მთაზე მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის კოშკურის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა
მათი თქმით, შემდეგ ეტაპზე კოშკურაზე რადიოლოკაციური სადგური დამონტაჟდება.
,,კოშკურის დაპროექტება, დამზადება და მონტაჟი სსსტც “დელტას” და მისი შვილობილი კომპანია “მშენებელი-2011”-ის სპეციალისტებმა დროის უმოკლეს მონაკვეთში მოახერხეს. რადიოლოკატორი სსსტც “დელტას” მიერ კახეთში მშენებარე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი კომპონენტია,”- აცხადებენ კომპანიის დირექციაში.