თელავში აფხაზეთის თოჯინების თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი გამართეს
თელავის მერიამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული 81 მოზარდი სპექტაკლზე მოიწვია. თოჯინების თეატრის მსახიობების შესრულებით წარმოდგენა მთელი დღის განმავლობაში 4 სეანსად მიმდინარეობდა. სპექტაკლის დაწყებამდე თელავის ვიცე მერმა, თენგიზ მთვარელიშვილმა საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექტორებს დედისა და ქალთა საერთაშორის დღეები მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა. თეატრის ფოიეში ბაღების აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
„ჩვენთვის სკოლამდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თელავის მერის ინიციატივით ჩვენ ამ სპექტაკლზე დავპატიჟეთ სოციალურად დაუცველი ბავშვები. ამ სპექტაკლმა ჩაიარა ანშლაგით. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან. ამ წარმოდგენას დაესწრნენ ბაგა-ბაღების ხელმძრვანელები და ჩვენ მათ გადავეცით საჩუქრები. ჩვენ მომავალშიც დავგეგმავთ ასეთ აქტივობებს. ჩვენვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობა, მათი აქტიურობა და ის, რომ წარმოაჩინონ თავიანთი თავი, ნიჭიერება“, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.
„მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის თეატრი ლტოლვილი თეატრია. მათ ისევე, როგორც ჩვენს თანამემამულეებს არ აქვთ საშუალება, რომ დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ კედლებში. ისინი აგრძელებენ თავიანთ შემოქმედებას და ახალ სპექტაკლებს დგამენ. ამჟამად ისინი იმყოფებიან ტურნეთი კახეთში. როდესაც ჩვენ გვეწვივნენ, ერთად გადავწყვიტეთ დაგვემთხვიამ ამ კვირისათვის, როდესაც თავს იყრის დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“, – აღნიშნა თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.