თელავის მერია კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს
,,შედეგების შეჯამების პროცესი საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა. საკონკურსო კომისია რამდენიმე დღე მუშაობდა. საბოლოო შედეგების გამოცხადება კი 10 მარტამდე უნდა მოხდეს. შერჩეული კანდიდატები კი დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება. ტესტირებაზე გადასული 147 პირიდან კონკურსის ბოლო ეტაპზე, გასაუბრებაზე 120 გამოცხადდა. ამიტომ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე ვაკანსიაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება და ხელახლა ჩატარდება კონკურსი”- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
შეგახსენებთ, თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზეwww.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.