1 დოლარი 2.14 ლარი ღირს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 3 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1403 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1654 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0251 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, 3 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.4008 ლარად იქნება შესაძლებელი, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4315 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0307 ლარი შეადგინა.