პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთაგან 4 სრულად გათავისუფლდება, 4-ს კი დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მსჯავრდებული ქალები სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
ზვიად ქორიძის თქმით, დედის დღესთან დაკავშირებით შეწყალება არ ნიშნავს, რომ სხვა მსჯავრდებულების შეწყალების აქტი დაიგვიანებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება შეწყალება იმ მსჯავრდებულებზეც, რომელზეც შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.