კარდენახსა და ჭანდარში წყლის ახალი ჭაბურღილები მოეწყო
სოფელ კარდენახში ჭაბურღილი და წყლის შიდა საუბნო ქსელი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რისთვისაც 125 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სამი 16 ტონიანი რეზერვუარი, საიდანაც, 30 წლიანი უწყლოობის შემდეგ, 150-მდე ოჯახი წყალს მიიღებს.
უწყების ინფორმაციით, ახალი ჭაბურღილი მოეწყო სოფელ ჭანდარშიც, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდა. მოეწყო შიდა საუბნო ქსელი და დამონტაჟდა 25 ტონიანი რეზერვიური. ჭაბურღილის ქსელში ჩართვის შემდეგ 50-მდე ოჯახს წყალმომარაგება აღუდგება.
გამგეობაში აცხადებენ, რომ 2015 წელს რეგიონებში განსახოციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ კარდენახში კიდევ ორი, ახალი ჭაბურღილი მოეწყობა, ხოლო სოფელ ჭანდარში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას.