თელავში ევროკავშირის კინოფესტივალი 2015 გაიხსნება
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით ქართველი მაყურებელი იხილავს მნიშვნელოვან ევროპულ ფილმებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ჩვენებები შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, იტალიის, ლიტვის, პორტუგალიის, ნიდერლანდების, ესტონეთის და დანიის საელჩოების მიერ მოწოდებული ფილმებისა. წარმოდგენილ ფილმებს არაერთი აღიარება და ჯილდო აქვს მოპოვებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში.
ევროკავშირის ინიციატივით, საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი მეორედ იმართება. ფესტივალის ადგილობრივი კოორდინატორის, მაია მამულაშვილის განცხადებით, კინოფესტივალი საქართველოს 5 ქალაქის შემდეგ თელავშიც გაიმართება. ფესტივალს მხარს უჭერს თელავის მერია.
,,თავდაპირველად, კინოჩვენებები ქალაქ თელავში არ იგეგმებოდა, თუმცა ჩვენი ინიციატივით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, თელავი საფესტივალო ნუსხაში შეიყვანა, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს. ფესტივალი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, კინომოყვარულებისათვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის,“ – აცხადებს მედია ცენტრის დირექტორი.
ფესტივალის გახსნა 4 მარტს, 17:00 საათზე, თელავში, მედია კაფეში იგეგმება. (ერეკლე მეორის გამზირი #4) ფესტივალის გახსნის დღეს ნაჩვენები იქნება ბულგარელი რეჟისორის ნიკი ილიევის რომანტიკული კომედია ,,უცხოელი“
ფილმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:
www.eufilm.ge.