,,საერთაშორისო გამჭვირვალობა” თვითმმართველობებში ჩატარებული კონკურსის მონაწილეებს ხვდება
“ჩვენ ვხვდებოდით ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან რეგიონებიდან მოდიოდნენ. ისინი საუბრობენ, რომ მათ მიიღეს ძალიან მაღალი ქულები ატესტაციის და კონკურსის დროს, მაგრამ მათ ადგილებზე დაინიშნენ ის ადამიანები, რომლებსაც უფრო დაბალი ქულები ჰქონდათ”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა. რეგიონებში დაფიქსირებულ რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.