ახალი ამბები

თესაუში ორი ახალი სადოქტორო პროგრამა ამოქმედდება

სადოქტორო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერების“ ხელმძღვანელია პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, ხოლო „ტექსტოლოგია და გარემოთმცოდნეობისა“ კი – პროფესორები ქეთევან გიგაშვილი და მაია ნინიძე. თესაუს ხარისხის უზრნველყოფის სამსახურის უფროსის, შალვა ჭკადუას განცხადებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობენ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჭკადუას თქმით, მუშაობის დასრულებისთანავე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს. 

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ყოველი ახალი პროგრამა ნიშნავს ახალ დოქტორანტებს, ახალ სამეცნიერო კვლევას, სტუდენტების სიმრავლეს, რაც უნივერსიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. კიდევ მიმდინარეობს მუშაობა რამოდენიმე ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც დასრულებისთანავე წარვუდგენთ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“, – განაცხადა შალვა ჭკადუამ. 

“ეს ჩვენი უნივერსიტეტის მომავლისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით პროგრამების ხელმძღვანელებს, რისთვისაც თითოეულ მათგანს გადავუხდი მადლობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ. იმედია, მომავალში სხვა პროგრამებიც ასევე წარმატებით გაივლის აკრედიტაციას” – აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა შიოშვილმა. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ორ სადოქტორო პროგრამაზე მიღებას შემოდგომაზე გამოაცხადებს.