ახალი ამბები

თელავის თემში ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ

,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო დაწესებულებებში მომუშავე ყველა პირს, ხელფასი 20%-ით გაეზარდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მანამდე დაბალი ხელფასები იყო. იგივე თანხით გაეზარდათ ხელფასები ბაღების გაერთიანებაში მომუშავე თანამშრომლებსაც”– განუცხადა knews.ge-ს გიორგი კოჭლოშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტიდან განათლების სფერო მილიონ 202 ათასი ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ბაგა-ბაღების დაფინანსებას და სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.