ახალი ამბები

თესაუს რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია 5 მარტიდან დაიწყება

თესაუს აკადემიური საბჭო რექტორს 20 მარტს აირჩევს. რექტორის თანამდებობის არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ავტობიოგრაფია ან CV; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი; კანდიდატის სამოქმედო გეგმა; ფოტოსურათი ზომით 3X.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებს ასოცირებული პროფესორი ირმა შიოშვილი, რომელიც აკადემიურმა პერსონალმა 22 დეკემბერს აირჩია. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა მას შედეგ გახდა საჭიროა, რაც 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ავთანდილ ღელაღუტაშვილს აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.