მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გადაამზადებენ
კურსის ფარგლებში სალექციო საათების ნაწილი დაეთმობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სათანადო გაცნობას, მოთხოვნების და რეგულაციების შესწავლას და კომპანიების წახალისებას, ისარგებლონ ამ ახალი შესაძლებლობით.
„მეწარმეობის განვითარების საგენტო“- ს თავმჯდომარის, გიორგი ციკოლიას განცხადებით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრში ბიბლიოთეკაც განთავსდება:
,,თვის ბოლოდან ამოქმედდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც სხვადასხვა მომსახურებებს შესთავაზებს მეწარმეებს.
ცენტრში განთავსდება ბიბლიოთეკა, რომელიც ონლაინ რეჟიმშიც იქნება ხელმისაწვდომი, ასევე იფუნქციონირებს შეხვედრების ოთახი, აქვე მოეწყობა კომპიუტერული და საინფორმაციო კუთხე ექსპორტთან დაკავშირებული მასალებით. ცენტრში ჩატარდება ტრენინგები, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ახალი სტანდარტების დანერგვაში“.