საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება
ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
2015 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებებისმიხედვით, შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა – A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის მსურველმა რეგისტრაციისას მისთვის სასურველი ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.
A, B და C – ტიპის ტესტებიდან თითოეული, ისევე, როგორც გასულ წლებში, ოთხ ნაწილს მოიცავს. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება. 2015 წლის ერთიანი ეროვნული და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 10 თებერვალს დაიწყო და 17 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.