ნიუ იორკში ქართული შოთი 2.5 დოლარი ღირს
ჩურჩხელა, საცივი, ხაჭაპური, ლობიანი, მწვადი, ტყემალი, აჯიკა – ქართულ სამზარეულოს მონატრებული ქართველები ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან ნიუ იორკის პატარა რაიონში, ბრუკლინში იყრიან თავს.
მიუხედავად იმისა, რომ თონეს ბევრი მომხმარებელი ყავს, აქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ საქართველოში დამზადებულ პროდუქტს მაინც სულ სხვა გემო აქვს.
ერთ–ერთი მცხობელი უკვე 16 წელია ამერიკაშია. ის თბილისშიც მცხობელად მუშაობდა. მისი თქმით, მომხმარებლები ძალიან კმაყოფილები არიან თონის მუშაობით. თონეში დღეში 300 პური ცხვება.
ქართული პროდუქცია, ქართული პური – ეს სწორედ ისაა, რაც ემიგრანტების გარდა, ბევრ უცხოელსაც იზიდავს. საცხობში მუდამ რიგია. ქართული პროდუქციის გვერდით თონეში ქართული პრესაც იყიდება.