ახალი ამბები

მამაკაცმა გურჯაანის პოლიციის შენობიდან სერიალის საყურებლად ტელევიზორი მოიპარა

“70 ლარის ზარალი მიაყენაო, ისაო ესაო, ძლივს ვახრიალებდი ანტენა შევუერთე, არც მუშაობდა წესიერად, მარტო ხმას ვუსმენდი. რძალმა ტელევიზორი თავის ოთახში შეიტანა, ღამე ბავშვს არ აძინებო, მის ოთახში ხომ არ შევიდოდი. წამოვიღე ტელევიზორი, სერიალს ვუყურე და უკან მივუტანე, არაფერი არ დაშავებულა. პოლიციის კარები ღია იყო, მივედი გამოვრთე, მერე სერიალს ვუყურე და უკან მივუბრუნე. ჩვენებს რომ არ მიეტანათ საერთოდაც ვერ გაიგებდნენ”- აცხადებებს მამაკაცი.
ტელევიზორი პოლიციას მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც მამაკაცის ვაჟი თბილისიდან გურჯაანში დაბრუნდა და ახალი ტელევიზორის შესახებ იკითხა. მამაკაცის ვაჟმა ტელევიზორი პოლიციას უკან მიუბრუნა.
სწორედ ამის შემდეგ, მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და 4 წლიანი პირობითი მიესაჯა.