თელავის მერიაში გასაუბრების შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი
,,შედეგების შეჯამების პროცესი ისევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დასრულდება. საკონკურსო კომისია კიდევ გამართავს სხდომას, სადაც საბოლოო შედეგებს შევაჯამებთ და მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა. შერჩეული კანდიდატები კი დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება. მინდა ავღნიშნო, რომ ტესტირებაზე გადასული 147 პირიდან კონკურსის ბოლო ეტაპზე, გასაუბრებაზე 120 გამოცხადდა,”- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
შეგახსენებთ, თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზეwww.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.