UNESCO მშვიდობის თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ხუთი საუკეთესო ფოტონამუშევრის ავტორები დაჯილდოვდებიან ალფრედ ფრიდის მედლით, ხოლო საუკეთესო ნამუშევარი დასახელდება წლის მშვიდობის ფოტოდ და მის ავტორს გადაეცემა პრემია 5000 ევროს ოდენობით.
საუკეთესო ფოტო ერთი წლის განმავლობაში გამოიფინება ავსტრიისპარლამენტში და შეტანილ იქნება ავსტრიის პარლამენტის მუდმივ კოლექციაში.
ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 14 მაისი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მონაწილეობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.friedaward.com/index.php/faq
წყარო: http://unesco.ge/?p=1262

