ახალი ამბები

კაზლარში 22 წლის ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავეების დაპატიმრებას ითხოვს

მათი თქმით, 22 წლის ახალგაზრდას არასრულწლოვანი გოგონას მოტაცების გამო გოგონას ოჯახის წევრებმა სცემეს, რომელშიც მკვლელობაში ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილები და მეუღლეც მონაწილეობდნენ.
ადგილორივები ამბობენ, რომ მამაკაცს 5 საათის განმავლობაში სცემდნენ რის შედეგადაც ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 
სოფელ კაზლარის მოსახლეობა აცხადებს, რომ არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო. მომხდარიდან მალევე, ქარიმოვების ოჯახმა სოფელი დატოვა. ამ დრომდე უცნობია მათი ადგილსამყოფელი.
ნავრუს ქარიმოვის ბრალდების საქმის განხილვა თელავის სასამართლოში მიმდინარეობს. 
გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მიუხედავად საქმეში არსებული პირდაპირი მტიცებულებებისა, პროკურატურა სხვა სავარაუდო დამნაშავე პირების დადგენისთვის არაფერს აკეთებს.