ფერმერებს ლარის გაუფასურებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა
„იაფი სესხის ფარგლებში გაცემული 15 770 სესხიდან განსაკუთრებით პრობლემური ის 630 ფერმერია, რომელთაც მესამე კომპონენტით ისარგებლეს, ანუ 30 000–დან 600 000 ლარის კრედიტი აქვთ აღებული და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, მათ ყოველ 1000 დოლარზე სესხი თითქმის 400 ლარით გაუძვირდათ“, – აცხადებს ზამბახიძე.
მისივე თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროგრამების მიუხედავად ვითარება მაინც რთულია.
,,განათლების დეფიციტი, დაზღვევის არასრულფასოვანი პაკეტი, მიწების ყიდვა–გაყიდვის მოუქნელი სისტემა და საირიგაციო სისტემების გაუმართაობა ქმნის პრობლემების ერთობლიობას, რომელთა მოგვარების გარეშე სახელმწიფოს მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩადებული თანხები, ზამბახიძის შეფასებით, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს,”– ამბობს ზამბახიძე.