ახალი ამბები

„ადამიანი კანონი თავისუფლება“ რეგიონებში მოსწავლეებთან შეხვედრებს გამართავს

პროექტის ფარგლებში შეირჩევიან იმავე რაოდენობის ახალგაზრდები, რამდენი საკრებულოს წევრიც ჰყავს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ამა თუ იმ საკრებულოს.

„საქართველოს მასშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგად 2105 დეპუტატია არჩეული. ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და ჩატარებული ტესტირების შედეგად შეირჩევა ამავე რაოდენობის ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა. საუკეთესო ქულების მქონე ახალგაზრდები გახდებიან თავიანთი ქალაქის „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები. „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები შემდეგ შეკრებაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და შეიქმნება თემატური ჯგუფები“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე.

ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და რესურსცენტრებთან თანამშრომლობით საჯარო სკოლებიდან გამოითხოვა მოსწავლეების სიები. „ადამიანი კანონი თავისუფლება“ წარჩინებული ახალგაზრდების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიესალმება მათ მაღალი აკადემიურ მოსწრებას.