დაკლულ საქონელზე კომპენსაცია არ გაიცემა
41 წლის სამცხე-ჯავახეთის რაიონის სოფელ უდეში მცხოვრებ პავლეს, თქმით, მან ახლახანს გაიგო, რომ მისი 13 ძროხიდან ხუთი ბრუცელოზით არის დაავადებული. იგი ამბობს, რომ მისი საქმიანობითვის ეს „დიდი ზარალია“.
საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობის მთავარი ტექნიკური მრჩეველის, დრაგან ანგელოვსკის თქმით, როცა ფერმერს ატყობინებენ, რომ მისი ცხოველი დაინფიცირებულია, ის ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში სასაკლაოზე წაიყვანოს ცხოველი. მისივე თქმით, ვალდებულების შეუსრულებლობა ჯარიმით ისჯება.
„ამ საკითხზე ფერმერების განათლება აუცილებელია ყველა დონეზე,“ აღნიშნავს ანგელოვსკი.
,,საგარეჯოში, სადაც მესაქონლეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, ფერმერები სიხარულით ხვდებიან დიაგნოზის გაგებას, მაგრამ ზოგიერთგან, პატრონებს არ სურთ დაინფიცირების ამბავი დაიჯერონ’’-აცხადებს კახეთის რაიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ჯიმშერ ოსიაშვილი.
ევროკავშრის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი ინიციატივა ხელოვნური განაყოფიერების ადვოკატირება იქნება. რამდენადაც ბრუცელა ძირითადად სარძევე ჯირკვლებსა და გენიტალიებში კონცენტრირდება, დაინფიცირებულმა ხარმა შეიძლება დაავადება სწრაფად გაავრცელოს.
„განაყოფიერების მიზნით რაიონებში ზოგჯერ ერთი ხარი რამდენიმე სოფელში გამოიყენება. უბრალოდ, წამოიდგინეთ რამდენად მაღალია რისკი! ამიტომ ჩვენ ხელოვნური განაყოფიერების მხარდამჭერ კამპანიას დავიწყებთ,“ ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი ღონისძიება კი, რომელიც უახლოეს პერიოდში გატარდება, აცრილ ხბოებზე პასპორტების გაცემა იქნება, რის შემდეგაც პატრონს ექნება დოკუმენტი, თუ რომელი აცრები იქნა ჩატარებული და როდის.
,,ამჟამად, ქვეყანაში ბრუცელოზის პრევენციისთვის არც ვაქცინაციის პროგრამა ტარდება. ასე რომ, ჩვენ დავიწყეთ სისხლის ანალიზის აღება ძროხებზე, როგორც გრძელვადიანი კონტროლის სტრატეგიის კომპონენტი, რათა დაავადებულების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. ამ დროისთვის 38,000 სინჯი გვაქვს აღებული; მალე 250,000 გვექნება. ამის შემდეგ, დავიწყებთ ხბოების სავალდებულო ვაქცინაციას. ამჯამად სისხლის ნიმუშების კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრში მიმდინარეობს და პარალელურად, ვაქცინის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული.,“ გვითხრა სოხაძემ.
ამასობაში, სპეციალისტები ფერმერებსა და ვეტერინარებს კი პრევენციულ ღონისძიებებს ურჩევენ, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესების დაცვას. რეკომენდაციები ასევე გულისხმობს კვების უსაფრთხოების წესების დაცვასაც, კერძოდ მხოლოდ პასტერიზებული რძის და ხორცის გამოყენებას.
„დაავადებული ძროხები განცალკევებით უნდა დაიკლას და შემდეგ იქ დეზინფექცია ჩატარდეს. სანიტარული ნორმების დაცვა და ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანია,“ ამბობს 38 წლის საგარეჯოელი ვეტერინარი ნუგზარ ნათენაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მიმდინარე სისხლის სინჯების კვლევა იმ პროექტის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მესაქონლეობის სფეროს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ბრუცელოზის აღმოსაფხვრელად მდგრადი და რენტაბელური ეროვნული სტატეგიის განვითარების გზით.