ახალი ამბები

რედაქციის სპეციალური განცხადება

 

ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ თელავში, სამხატვრო სკოლის შენობის სარდაფში.2011 წელს შენობის დანგრეული და განადგურებული ფართობი იჯარით ავიღეთ (კანონის ყველა წესის დაცვით) ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. Irex G Media პროგრამის და „ღია საზოგადოების მხარდაჭერით“ გავარემონტეთ და შევქმენით „მედია კაფე“- ღია სივრცე თავისუფალი აზრისათვის.

https://www.youtube.com/watch?v=ysujBgpTpOc

 ამ სივრცემ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქალაქ თელავში კულტურული და საინფორმაციო სერვისების შექმნას შეუწყო ხელი. უამარავი შეხვედრა, წიგნის განხილვა, დისკუსია, საჯარო განხილვა, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. გარდა ამისა,„ მედია კაფეს“ შემოსავლები მცირე, მაგრამ სტაბილური დაფინანსების წყაროა რედაქციისათვის.

https://www.youtube.com/watch?v=-YQQwLnrOVU

https://www.youtube.com/watch?v=tl1T9zqGSH4

http://telavi-gov.ge/?p=8449

 

„მედია კაფეს“ არსებობს დღიდან ორგანიზაციის მუშაობაში  მუდმივად ხელს გვიშლიან კონკრეტული პირები: გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პირთა შესახებ:

1.ქალაქ თელავის ყოფილი რწმუნებული და თელავის მერის კანდიდატი ადჰილობრივი არჩევნებისას გიორგი მოსიაშვილი, რომელიც მედია ორგანიზაციაზე ზეწოლას ახდენს, იმის გამო, რომ მის პიარზე უარი ვთქვით. იხილეთ სტატია. http://kakhetinews.ge/ge/home/news/main-theme/telavis-rwmunebulma-kaxetis-xmis-redaqtors-sheuracxyofa-miayena

 2. სამხატვრო სკოლის დირექტორი ვახტანგ ლაცაბიძე, რომელიც კორუფციაში მხილების გამო რედაქციის გამოსახლებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლებისაგან,  

http://kakhetinews.ge/ge/home/news/main-theme/samxatvro-skolis-naturmorti-korufciis-surnelit

3. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც გააჩნიათ კერძო ბიზნეს-ინტერესები.

 4. გუბერნიის თანამრომელი ვალერი გრემელაშვილი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის დახურვაზე საუბრობდა საჯაროდ.

რედაქციამ არაერთხელ წერილით მიმართა ქალაქის მერიას მიმდინარე საკითხის მოგვარებისათვის, რათა მოგვეცეს მშვიდი მუშაობის საშუალება, მაგრამ რეაგირება არ ხდება.

დავრჩა მხოლოდ ერთადერთი ფორმა, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მედია ორგანიზაციის მიმართ მიზანმიმართული ზეწოლის ფაქტებზე და წარმოვადგინოთ მუქარის კონკრეტული ფაქტები. მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მედიაზე ზეწოლის, პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის საკითხით და სასწრაფო რეაგირება მოახდინონ მედიის მუშაობაში ღია ჩარევის მცდელობისაგან, პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან. 

 

 პატივისცემით, მაია მამულაშვილი

გაზეთ „კახეთის ხმის“ და knews.ge-ს დამფუძნებელი.