ახალი ამბები

ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე ახალი სამმართველო იმუშავებს

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამმართველოს შექმნაზე მუშაობა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთე, უკვე დაწყებულია.

“ჩვენ გუნდს ამ წლის განმავლობაში, რაც პროკურატურაში ვართ, არ შეუჩერებია უწყების რეფორმირებაზე მუშაობა, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაზეც პრემიერმა გააკეთა განცხადება. პროკურატურაში უკვე დაიწყო და უახლოეს ხანებში შეიქმნება ის სამმართველო, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე პატიმრების თუ სხვა პირთა მიმართ წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება. ეს სამმართველო აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტურად და სწრაფად მოახდენს რეაგირებას”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.