ახალი ამბები

თელავის მერიის საჯარო მოხელეთა ტესტირებაც 27-28 დეკემბერს ჩატარდება

კონკურსის პირველი ეტაპი კი განაცხადების გადარჩევას ითვალისწინებს. 
მესამე, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც ტესტირების ეტაპის მინიმალურ ზღვარს – 51%-ს, არანაკლებ 31 ქულას გადალახავენ. 
კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება თელავის მერიაში 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკონკურსო ტესტები 60 კითხვისგან შედგება. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, და ზოგად უნარებს. 
თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. განაცხადების მიღება კი დღეს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეუძლიათ.
კანკურსანტების დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ხმათა უმრავლესობის საფუძველზე არაუგვიანეს 3 თვეში მიიღებს.