ახალი ამბები

საია-ს თავმჯდომარის პოსტზე კახა კოჟორიძეს ანა ნაცვლიშვილი შეცვლის

საია-ს წესდების თანახმად, თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის შემადგენლობიდან აირჩევა.

ანა ნაცვლიშვილი 2011-2012 წლებში დიდ ბრიტანეთში ესექსის უნივერსიტეტში სწავლობდა. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. 
2002-2006 წლებში თსუ-ში სწავლობდა, მინიჭებული აქვს სამართალმცოდნეობის აკადემიური ხარისხი. 
2003-2004 წლებში საია-ს იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი გაიარა.