ახალი ამბები

თელავის თვითთმართველ თემში „ეტალონის” შესარჩევი ტური ჩატარდა

გამოვლინდა ის 10 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც 2015 წლის 11 იანვარს გადაცემაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ეტალონის“ შესარჩევ ტურში მონაწილეობას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლიის 36 წარჩინებული მოსწავლე იღებდა.
გადაცემის ჩაწერაზე გაემგზავრებიან: ბექა ბაიაშვილი(სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლა), თათია ჟოდურიშვილი(სოფელ შალაურის საჯარო სკოლა), ციალა ნათათრიშვილი(სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლა), ლიკა თანდილაშვილი(სოფელ გულგულის საჯარო სკოლა), თამარ ჭაბაშვილი(სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა), ავთო ელიზბარაშვილი(სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა), ნინო კევლიშვილი(სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლა), ლევან ავაქაშვილი(სოფელ ქვ. ხოდაშნის საჯარო სკოლა), აჩიკო აგურაშვილი(სოფელ ფშავლის საჯარო სკოლა), უშიშა ყორიაული(სოფელ თეთრი წყლების საჯარო სკოლა).