დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეებისთვის ტესტირება მიმდინარეობს
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკონკურსო ტესტები 60 კითხვისგან შედგება. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და ზოგად უნარებს. კონკურსანტებმა 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ და გასაუბრებაზე მოსახვედრად 31 ქულა უნდა დააგროვონ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ 85 ადგილზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 180-ზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა, კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა კი 18 დეკემბერს ამოიწურა.
85 ვაკანსიიდან 81 გამგეობაში, ხოლო 4 საკრებულოშია გამოცხადებული.

